მიგელ დი მარია: "ვფიქრობ ჩემი შვილი გარისკვას გეგმავს"
ანხელ დი მარიას მამა, მიგელ დი მარიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"ჩემს შვილს შესანიშნავად ვიცნობ. როდესაც იგი მიზანს დაისახავს, იგი ყველაფერს გააკეთებს ამის განსახორციელებლად. მას მუნდიალის ფინალში გასვლა მთელი გულით სურდა და ამას ყოველ მატჩში ამტკიცებდა სტადიონზე."
"სამწუხაროდ ტრავმამ მისი გეგმები შეცვალა. ექიმთან საუბარის შემდეგ გაირკვა, რომ ტრავმა თამაშის საშუალებას არ მისცემდა ანხელს, თუმცა ვფიქრობ იგი გარისკვას აპირებს. მისი განცხადებით ტკივილის მოთმენას მაქსიმალურად ეცდება და ფინალში თამაშის შანსს მოითხოვს."
Defensacentral.com
- 13 ივლისი 2014
- 3 905
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.