"რეალი" მორატას გამოსყიდვას შეძლებს
თითქმის გადაწყვეტილია, რომ ალვარო მორატა შემდეგ სეზონს ტურინის „იუვენტუსში“ გაატარებს.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მორატა „ბებერი ქალბატონის“ ღირსებას დაიცავს. ეს ტრანსფერი „იუვეს“ ხელმძღვანელობას 22 მილიონი ევრო დაუჯდება.
თითქმის ყველაფერი მზადაა ალვაროს ოფიციალურად წარსადგენად, თუმცა დარჩენილია მცირე ფორმალობა, რომელიც ტრანსფერს აყოვნებს. თუმცა რამდენიმე დღეში მოლაპარაკება ოფიციალურად, წარმატებულად დასრულდება.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სატრანსფერო მოლაპარაკების კონტრაქტში ჩაიდება მუხლი, რომლის მიხედვითაც უახლოესი 5 წლის მანძილზე მადრიდის „რეალს“ ექნება უფლება 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოისყიდოს ალვარო მორატა.
Goal.com
- 12 ივლისი 2014
- 3 330
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.