"რეალი" მეტოქეებს ელოდება
"ბაიერნი", "ცსკა", "პორტუ", "ლიონი", "ინტერი"", შტუტგარტი" და "ოლიმპიაკოსი" – ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგაზე თავიანთ ჯგუფებში მეორე ადგილებზე გავიდნენ და ერთ–ერთი ამათგან დაუპირისპირდება მადრიდის "რეალს" 1/8 ფინალში. კენჭისყრა 18 დეკემბერს, ნიონში (შვეიცარია) გაიმართება. ფინალი 22 მაისს "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება.
მომავალ პარასკევს გაირკვევა "რეალის" მეტოქე ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში. 16 საუკეთესო გუნდი უკვე 1/8 ფინალშია. მადრიდელების სავარაუდო მეტოქეები არიან: "ბაიერნი", "ცსკა", "პორტუ", "ლიონი", "ინტერი", "შტუტგარტი" და "ოლიმპიაკოსი". განმაორებით შეხვედრას "სამეფო კლუბი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართავს.
ამათგან ორია ძალიან ძლიერი გუნდი: "ბაიერნი", რომელმაც "იუვენტუსს" სტუმრად მოუგო 1:4 და სამუელ ეტო'ოს "ინტერი", მაგრამ "რეალს" ნებისმიერის მიწასთან გასწორება შეუძლია.
ევროპის ლიგაზე კი ითამაშებენ "იუვენტუსი", "ატლეტიკო", "ლივერპული" და "ვოლფსბურგი". ამ გუნდებს ჰქონდათ ყველაზე დიდი საშუალება გასულიყვნენ მეორე ადგილზე, მაგრამ ვერ გამოიყენეს შანსები.
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
- 11 დეკემბერი 2009
- 1 594
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.