ხამესისთვის ადგილი თავისუფლდება
ანხელ დი მარიას წასვლის შემთხვევაში , მადრიდში მის შემცვლელად კოლუმბიელ ვარსკვლავს – ხამეს როდრიგესს მიიჩნევენ.
ყველა გზა ხამესის გადმობირებასთან გადის. ტონი კროოსის "გათეთრებისთანავე" კოლუმბიელი ვარსკვლავი მადრიდელთა მთავარი მიზანი გახდება.
ხამესს ძალიან სურს ბერნაბეუზე თამაში, მონაკო კი ყველაფერს გააკეთებს მის შესანარჩუნებლად, სწორედ ამიტომ "რეალი" ნიჭიერი ფეხბურთელის გადმოსაბირებლად დიდ თანხასაც გაიღებს.
მხოლოდ ერთი საკითხი რჩება გადაუჭრელი (ჯერ-ჯერობით), თუ სად ითამაშებს ხამესი. მორატა უკვე "იუვენტუსის" ფეხბურთელია, ხოლო "პსჟ" ყველაფერს აკეთებს ანხელ დი მარიას წასაყვანად, რაც იმას ნიშმავს, რომ ხამეს როდრიგესისთვის ადგილი თავისუფლდება.
მოგეხსენებათ, რომ არგენტინელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა "ბლანკოსისთვის" და მისი გაშვების შემდეგ მადრიდელებს სერიოზულად მოუწევთ ფიქრი მისი ღირსეული შემცვლელის შესახებ.
"მონაკო" მზადაა მოლაპარაკებების დასაწყებად. მოგეხსენებათ, მათ კოლუმბიელ ვარსკვლავში თავის დროზე 45 მილიონი ევრო გადაიხადეს, თუმცა მიმდინარე მსოფლიოზე თავის გამოჩენამ, რაღა თქმა უნდა მისი ფასი გაზარდა და 75 მილიონამდეც მიაღწია. მაგრამ საქმე იმაშია, რომ "რეალის" ხელმძღვანელობა არ აპირებს 60 მილიონზე მეტის გადახდას.
ერთი რამ აშკარაა, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდელები ყველაფერს გააკეთებენ კოლუმბიელის გადმოსაბირებლად.
წყარო: marca
- 11 ივლისი 2014
- 2 142
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.