კაფუ : "მარსელოს დიდ პატივს ვცემ"
გუშინდელი დაპირისპირების პირველი ნახევრის შემდეგ, ბრაზილიის ნაკრების გასახდელში ლეგენდარული ფეხბურთელი, კაფუ ჩავიდა, რომელსაც ფეხბურთელების გამხნევება სურდა, თუმცა მოვლენები არც ისე სასიამოვნოდ განვითარდა...
"გასახდელში შევედი, რადგან ვთვლიდი, რომ ფეხბურთელები დათრგუნულები იყვნენ, მე მათთვის მოტივაციის ამაღლება მსურდა, თუმცა ხელმძღვანელობამ ტერიტორიის დატოვება მთხოვა, რადგან უცხო პირთა შესვლა აკრძალული იყო. წლების მანძილზე ვიცავდი "სელესაოს" ღირსებას, მაგრამ ასეთი არაფერი მინახავს."
"მარსელო ვიეირა დიდებული ფეხბურთელია, პირველმა მან აიმაღლა ხმა და განაცხადა, რომ მე არ ვარ ის ადამიანი, ვისაც უცხოდ უნდა მოიხსენიებდნენ."
"ჩემი აზრით სკოლარის დაფიქრება მართებს. "სელესაოში" მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელია დასატოვებელი, გუნდი 2018 წელს აბსოლუტურად განსხვავებული შემადგენლობით უნდა მოგვევლინოს."
- 9 ივლისი 2014
- 5 525
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.