რამოსი: "მეათეში დი სტეფანოს სული დევს"

სერხო რამოსმა, იკერ კასილასმა, ნაჩო ფერნანდესმა და დანიელ კარვახალმა პატივი მიაგეს დი სტეფანოს ხსოვნას

რამოსი: "ეს მწუხარებით აღსავსე დღეა მსოფლიო ფეხბურთისთვის. ის "მადრიდის რეალის" სახე და სიმბოლო იყო. ჩემთვის სათაყვანებელი პიროვნება გახლდათ. ბედნიერი ვარ, რომ მქონდა პატივი ჩემი ცხოვრების ყველაზე გამორჩეული ნაწილი მასთან ერთად გამეტარებინა. სწორედ მან გადმომცა ჩემი მაისური , როცა კლუბში მოვედი და ასეთი რამ მითხრა: "არ დაივიწყო, თუ რას წარმოადგენს და რას განასახიერებს ეს მაისური. მასზე დიდი რამ არ არსებობს." მისი თამაშის მომსწრე არ ვყოფილვარ, მაგრამ ბევრი ვიდეოები მაქვს ნანახი ის საუკეთესო იყო. მისი საქმე მაგალითი უნდა იყოს სხვებისთვის. მეათის თავი და თავი, სწორედ მისი სულია."

კასილასი: "ეს იყო ადამიანი, რომლის თამაშზეც მე ბევრი რამე ჩემი ბაბუისგან, ბიძისგან, მამისგან მახსოვს, მაგრამ მასთან ყოფნით კიდევ უფრო ბევრი რამე გავიგე დი სტეფანოზე. მას უყვარდა ფეხბურთი, მას უყვარდა "მადრიდის რეალი". ის "მადრიდის რეალის" სახეა."

ნაჩო: "დი სტეფანო მოედანზე ბრძოლის და "რეალის" სულის განსახირებაა. ვამაყობ, რომ მასთან ერთად ვმუშაობდი. მუდამ მეუბნებოდა, რომ ძილშიც კლუბზე უნდა მეფიქრა. ის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პიროვნება გახლდათ."

კარვახაილი: "ვწუხვარ დი სტეფანოს გამო, ყველა მადრიდისტა მალე იგრძნობს მის არყოლას, მაგრამ მჯერა, რომ მისი სული მუდამ "მადრიდის რეალთან" ერთად იქნება."

წყარო: AS

  • shvela
  • 9 ივლისი 2014
  • 3 667
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)