ფერგიუსონი: „დი სტეფანოს გარდაცვალებამ შოკი გამოიწვია“
„წითელი ეშმაკების“ ექს დამრიგებელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა ღრმა მწუხარება გამოთქმა სამეფო კლუბის ლეგენდის გარდაცვალების გამო.
„ყოველთვის ჩნდება კითხვა, თუ ვინ არის ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი მოთამაშე. და არსებობს სია, რომელშიც კრიუფი, მარადონა, პელე, პუშკაში და დი სტეფანო არიან. ალფრედო ერთ-ერთი საუკეთოსო იყო.“
„მას ფანსტასტიკური ბალანსი და წონასწორობა ჰქონდა. გაიხსენეთ, ფინალში „აინტრახტს“ რა გასაოცარი გოლები გაუტანა.“
„მიუხედავად იმისა, რომ ალფერდო 88 წლისა იყო, მისმა გარდაცვალებამ შოკი გამოიწვია. რამდენიმე წლის წინ „რეალის“ ერთ-ერთ მატჩზე შევხვდით ერთმანეთს. დიდებულად გამოიყურებოდა. ძალიან სამწუხაროა და გულდასაწყვეტია ის რაც გუშინ საფეხბურთო საყარომ განიცადა.“
- 8 ივლისი 2014
- 1 682
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.