El Mundo Deportivo: რაულმა შესაძლოა "რეალი" დატოვოს
მადრიდის "რეალის" კაპიტანმა შეიძლება სეზონის ბოლოს კლუბი დატოვოს.
კატალონიური გამოცემის El Mundo Deportivo-ს დაყრდნობით სეზონის ბოლოს რაული მადრიდულ კლუბს დატოვებს.გაზეთის აზრით რაულს ვერც ის შეაჩერებს,რომ მას კლუბთან 2011 წლამდე აქვს კონტრაქტი დადებული.გაზეთის ინფორმაციით მადრიდის "რეალის" ადმინისტრაციამ უკვე აცნობა ამის შესახებ ფლორენტინო პერესს.
ასევე რაულის გუნდიდან წასვლის ერთ-ერთ მიზეზად მას და მანუელ პელეგრინის შორის უთანხმოება სახელდება.ეს პირველი შემთხვევა არ არის,როცა პელეგრინი კლუბის ფეხბურთელთან საერთო ენას ვერ პოულობს.თუმცა რაული ამ ყველაფერს კატეგორიულად უარყობს.
"პარასკევს მე არც მივარჯიშია და არც დამისვენია,მე სამშობიაროში ვიყავი,რადგან შემეძინა ქალიშვილი.მწვრთნელთა შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს და აქ პელეგრინი არაფერ შუაშია" განმარტა რაულმა.
- 10 დეკემბერი 2009
- 4 680
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.