სერ ბობი ჩარლტონი: „დი სტეფანო ჩემი მეგობარი იყო“
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდამ სერ ბობი ჩარლტონმა, ალფრედო დი სტეფანოს გარდაცვალებას გამოუხმაურა და ღრმა მწუხარება გამოთქვა.
„ალფრედოს გარდაცვალება ძალიან განვიცადე. ის ერთადერთი და მთვარი ლეგენდა იყო 20-ე საუკუნის „რეალში“. საუკეთესო ფეხბურთელი იყო, რომლის წინააღმდეგ მე მითამაშია. ის ძალიან ჭკვიანი მოთამაშე იყო.“
„დი სტეფანოს თამაშს ბერნაბეუს ტრიბუნებიდან ვადევნებდი თვალს. ძალიან ბევრი მოგონებები მაკავშირებს ალფრედოსთან. ვამაყობ, იმით რომ ის ჩემი მეგობარი იყო. საფეხბურთო სამყარომ დიდებული ფეხბურთელი და ადამიანი დაკარგა“
„ჩემი და „მანჩესტერ იუნაიტედის“ სახელით გულწრფელად ვუთანაგრძნობ მის ოჯახს.“
Manutd.Ru
- 8 ივლისი 2014
- 1 353
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.