როგორ მოხვდა დი სტეფანო „რეალში?“
რომ არა დი სტეფანოს გამადრიდელება, ვინ იცის, როგორი იქნებოდა „რეალის“ მომავალი.
„როდესაც დავინახე, სასწაული სისწრაფისა და ტექნიკის ხარჯზე, როგორ მოიტოვა უკან დი სტეფანომ ჩემი გუნდის 3 მცველი, მყისვე ვთქვი, რომ ამ ბიჭს „ჩამარტინზე“ უნდა ეთამაშა“ - დასძინა დიადმა ბერნაბეუმ, რომელიც უკვე გეგმებს აწყობდა მსოფლიოს საუკეთესო კლუბის ასაშენებლად.
დონ სანტიაგოს ერთი ნახვით შეუყვარდა დონ ალფრედო.მათი გზები, „რეალის“ 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილ შეხვედრაში (მადრიდელებსა და კოლუმბიურ „მილინარიოს“ შორის) გადაიკვეთა.
აღსანიშნავია, რომ არგენტინელი გოლეადორის ესპანეთის დედაქალაქში ჩამოოყვანა, იოლი სულაც არ იყო.როგორც შემდეგ გაირკვა, ალფრედოს უკვე ჰქონდა გარკვეული კავშირები „ბარსელონასთან“ და კატალონიაში აპირებდა კარიერის გაგრძელებას, თუმცა „თეთრმა“ პრეზიდენტმა ყველაფერი გააკეთა „ქერა ისარის“ კლუბში მისაყვანად და შედეგიც სახეზეა.
როდესაც დიდი სტადიონის (დღევანდელი „ბერნაბეუს“), აგების იდეა დაიბადა, ბევრმა გიჟად შერაცხა სანტიაგო, თუმცა რა იცოდნენ, რომ „რეალი“ ორი ლეგენდა, ერთი კაბინეტში, ხოლო მეორე მწვანე მინდორზე, ბუმბერაზი გეგმებისკენ მიისწრაფოდნენ.
პ.ს. მიუხედავად იმისა, რომ საიტზე დევს დი სტეფანოს სრული ბიოგრაფია, მაინც შემოგთავაზებთ, პატარ-პატარა სტატიების სახით, მისი ცხოვრების საინტერესო დეტალებს, რაც ურიგო ნამდვილად არ უნდა იყოს.
- 8 ივლისი 2014
- 2 241
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.