პერესი: „დი სტეფანო არის „რეალი““

სამეფო კლუბის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის გარდაცვალების შემდეგ, „რეალის“ პრეზიდენმტა ფლორენტინო პერესმა, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ საგანგებო პრესკონფერენცია გამართა.

„მადლობას გიხდით მობრძანებისათვის.სევდიანი დღეა მადრიდული სამყაროსა და სრულიად მსოფლიოსათვის.

უწინარეს ყოვლისა, მინდა გამოვხატო ჩემი და „რეალის“ ღრმა მწუხარება, კლუბის საპატიო პრეზიდენტის, ალფრედო დი სტეფანოს გარდაცვალების გამო.თანაგრძნობასა და მხარდაჭერას ვუხადებთ, დონ ალფრედოს ოჯახს, განსაკუთრებით შვილებს, კოლეგებსა და მეგობრებს.

ჩვენ დავკარგეთ „რეალის“ ისტორიის დიდებული მოთამაშე და მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი.სამეფო კლუბის ქომაგები მთელი სამყაროს მასშტაბით, დიდ გულისტკივილს გრძნობენ.მან პირველად, 1953 წლის 23 სექტემბერს მოირგო „თეთრი“ მაისური, ხოლო მისი ლეგენდა სამარადისოდ დარჩება.

მადლობა უნდა გადავუხადოთ დონ ალფრედოს, რომელმაც შეცვალა ჩვენი კლუბისა და მსოფლიო ფეხბურთის ისტორია.ის დაეხმარა „ბლანკოსს“ გარდაქმნაში და ყველაზე დიდ სპორტულ ინსტიტუტად ჩამოყალიბებაში.დი სტეფანოს არის მადრიდის „რეალი.“

როდესაც ეს ქვეყანა სირთულეებს გადიოდა, ალფრედო და მისი თანაგუნდელები, ოცნებების დიდ შემქმნელებად იქცნენ.სანტიაგუ ბერნაბეუსთან ერთად, მათ ააშენეს გუნდი, რომლითაც აღტაცებულნი არიან ყველა კონტინენტზე.ის არის მამამთავარი უნივერსალური სიყვარულისა.

მადლობა დონ ალფრედო, რამეთუ შენ აქციე „რეალი“ ყველაზე საყვარელ კლუბად მსოფლიოში.მასთან ერთად ბევრი სასიამოვნო წუთი მაქვს გატარებული და ეს ძალიან დიდი პატივია ჩემთვის.

ალფრედო საუკეთესო იყო ყველაფერში.მუდამ გვასწავლიდა, რომ არასოდეს უნდა ვაყაროთ ფარ-ხმალი.სიცოცხლის ბოლო წუთამდე, წარმატების ფუნდამენტალურ პრინზიპებზე საუბრობდა.

ბევრი ღირებულება, რითიც ვამაყობთ მადრიდელები, სწორედ დი სტეფანოს დანერგილია.მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ის გახლდათ კლუბის საუკეთესო ელჩი.მან დიდი სამუშაო გასწია „რეალისთვის,“ ჩვენი ქალაქისათვის, ესპანეთისთვის და მსოფლიო ფეხბურთისთვის.

ჩვენი ვალია, ვუამბოთ დი სტეფანოს შესახებ იმ ადამიანებს, რომელთაც მისი ხილვის შესაძლებლობა არ ჰქონიათ.მოვუყვეთ ფეხბურთელზე, რომელმაც 5-ჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი, 8-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი და პირველი საერთაშორისო თასი.ამასთანავე, 5 შემთხვევაში ერგო ლიგის საუკეთესო ბომბარდირობა და 2-ჯერ დაეუფლა „ოქროს ბურთს,“ ხოლო კარიერის შემდეგ, „სუპერ ოქროს ბურთი“ გადაეცა, რასაც უპრეცედენტოას ფეხბურთის ისტორიაში.

ის იყო ადამიანი, რომელსაც ყოველთვის მეტი უნდოდა და ყველაზე მეტად ეზიზღებოდა წაგება.მისი წყალობით, „ფიფამ“ მეოცე საუკუნის საუკეთესო კლუბად დაგვასახელა.

ალფრედო ჩვენ გვერდით იყო, კლუბის ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე.მან ჩაუყარა საფუძველი „სიუდად რეალ მადრიდის“ მშენებლობას და ის უძღოდა ყოველი ახალი ფეხბურთელის პრეზენტაციას.

მინდა გაცნობათ, რომ ხვალ, 11 საათსა და 30 წუთზე, სამოქალაქო პანაშვიდი დაიწყება „სანტიაგო ბერნაბეუზე.“აქ იყო მისი სახლი და აღნიშნული გადაწყვეტილება, ოჯახთან შეთანხმებით მივიღეთ.

ალფრედო დი სტეფანოს არასოდეს დაივიწყებს მადრიდის „რეალი.“

მადლობა ყურადღებისათვის!“

realmadrid.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)