ფერგიუსონმა თვალი გარაის დაადგა
ეზეკილ გარაიმ მადრიდის "რეალში" სეზონი კარგად დაიწყო, რითაც "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელის სერ ალექს ფერგიუსონის ყურადღება მიიპყრო.
წელს გარაის "რეალში" დაბრუნება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. რამონ კალდერონის დროს შეძენილმა მცველმა "რასინგში" არენდით ითამაშა და დიდებულად წარმოაჩინა თავი.
"სამეფო კლუბში" დაბრუნებისთნავე არგენტინელმა კარგად წარმოაჩინა თავი. სამი თვის შემდეგ არგენტინელმა კრისტოფ მეცელდერს აჯობა და პეპესა და ალბიოლის შემდეგ მესამე ცენტრალური მცველია გუნდში.
ასეთი თამაშით მან ევროპული კლუბების ყურადღება მიიპყრო. "მანჩესტერის" მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი დიდი ხანია აკვირდება არგენტინელს და გადაწყვიტა გარაი ინგლისში წაიყვანოს. ამ ზაფხულს როგორც ვიცით, "მანკუნიანელებმა" კრისტიანო რონალდო მადრიდში გაუშვეს. ამ ტრანსფერში მათ დიდი თანხა მიიღეს და სურთ ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე დახარჯონ. პირველი სამიზნე კი ეზეკილ გარაია. ინგლისურ კლუბს მოუწევს 10 მლ. ევროს გადახდა "ბლანკოსის" ხელმძღვანელებისათვის.
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com
- 10 დეკემბერი 2009
- 4 040
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.