ხამესისთვის ბრძოლაში "უტდ" ჩაება
მოგეხსენებათ, სამეფო კლუბის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი ყველაფერს აკეთებს კოლუმბიელი შემტევის, ხამეს როდრიგესის შესაძენად...
ბრიტანული პრესის ცნობით ესპანურ გიგანტს მანჩესტერ "იუნაიტედის" სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა. "წითლებმა" წინა სეზონი პირწმინდად ჩააგდეს, ახლა კი გუნდში ახალი მწვრთნელი, ლუის ვან გაალი მივიდა და ტრანსფერებში 150 მილიონზე მეტის დახარჯვას აპირებს, სხვა შემთხვევაში ჰოლანდიელი გამოსავალს ვერ ხედავს.
გავრცელებული ინფორმაციით მანჩესტერელები მზად არიან როდრიგესის სანაცვლოდ 55 მილიონი ევრო გადაიხადონ, ამასთანავე ხმა საფრანგეთიდანაც გამოვიდა, სადაც ფეხბურთელს 80 "ლიმონად" აფასებენ, რაც მეტისმეტად არარეალური თანხა გახლავთ.
ფლორენტინო პერესს საკუთარი შეთავაზება ოფიციალურად არ გაუკეთებია, თუმცა ესპანელი მმართველი რეკორდული ციფრის დასახელებას არ აპირებს, აქედან გამომდინარე შესაძლოა მოლაპარაკებები ვერ შედგეს.
"რეალს" ხელს ერთი გარემოება აძლევს. ხამესის ფავორიტი გუნდი სწორედ "ბლანკოსი" გახლავთ, ფეხბურთელის სურვილზე კი ბევრი რამ არის დამოკიდებული.
- 7 ივლისი 2014
- 2 647
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.