კანავარო: „სიამოვნებით დავთანხმდებოდი ანჩელოტის შემოთავაზებას“
სამეფო კლუბის ყოცილი მცველი ფაბიო კანავარი, „სიამოვნებით“ იმუშავებდა კარლო ანჩელოტის თანაშემწედ.
„პრესაში წავიკითხე, რომ ზიდანის მემკვიდრედ მომიაზრებენ, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით არავინ შემხმიანებია.დიდებული ურთიერთბა მაქვს, როგორც კარლოსთან ასევე სამეფო კლუბთან, სადაც 3 ფანტასტიკური წელი გავატარე.სამწვრთნელო კვალიფიკაცია მაქვს და სამომავლოდ, რომელიმე გუნდის მესაჭეობასაც ვაპირებ.“
„დუბაიში ვმუშაობდი დამრიგებლის თანაშემწედ.რა თქმა უნდა, იქ ნაკლები ზეწოლა იყო, თუმცა მეტად გამომადგა.ახლა, ფეხბურთს მწვრთნელის თვალით ვუყურებ და არა ყოფილი ფეხბურთელის, რაც წინსვლაა ჩემს კარიერაში.თუ კარლიტო დამირეკავს, რასაკვირველია, მყისვე დავთანხმდები.ეს გამოცდილების მიღების კარგი საშუალება იქნება ჩემთვის.“
„კროოსი ძალიან კარგი ფეხბურთელია.მადრიდელები ტონისთან ერთად იბრძოლებენ ახალი მიზნებისათვის.„ლა დესიმა“ უკვე დავიწყებულია.“
MARCA
- 7 ივლისი 2014
- 1 815
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.