60 მლნ. დი მარიას სანაცვლოდ

"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "პსჟ"-მ დი მარიას გადმოსაბირებლად ფსონი გაზარდეს.

თუ არგენტინელმა არ გადაიფიქრია, ის მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას დატოვებს კლუბს და ესპანური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირად გაყიდული ფეხბურთელი იქნება და გაუტოლდება ფიგუს, რომელმაც 2000 წელს "ბარსელონა" 60 მლნ. ევროს სანაცვლოდ დატოვა და "მადრიდის რეალში" გადავიდა. სწორედ 60 მლნ. ევროს გადახდას აპირებენ "იუნაიტედი" და "პსჟ" დი მარიას სანაცვლოდ. აღნიშნული ფასი ახლოსაა იმ ღირებულებასთან (70 მლნ. ევრო), რომლის სანაცვლოდაც "თეთრები" მზად არიან შეელიონ ფეხბურთელს.

ფეხბურთელს სურს "მადრიდის რეალის" დატოვება, მაგრამ კარლო ანჩელოტი ამის წინააღმდეგია, მიუხედავად ამისა, თავად ფეხბურთელის დაჟინებულმა სურვილმა და რამოდენიმე ათეულმა მილიონმა ევრომ შეიძლება გავლენა მოახდინოს კლუბის გადაწყვეტილებაზე. "მანჩესტერ იუნაიტედს" (ვან გაალის დაჟინებული მოთხოვნით) და "პსჟ"-ს სურთ, რომ დი მარია ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქციონ მსოფლიოში. ანხელით დაინტერესებას გამოხატავენ ასევე "არსენალი", "სიტი" და "მონაკო", მაგრამ მათი შემოთავაზებები 50 მლნ. ევროს არ აღემატება.

წყარო: AS

  • shvela
  • 7 ივლისი 2014
  • 3 099
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)