ალონსოც და რამოსიც თადარიგში არიან
როგორც "Marca" აცხადებს, ხაბი ალონსოც და სერხიო რამოსიც სრულ მზადყოფნაში შეხვდებიან "მესტალიაზე" გასამართ შეხვედრას... როგორც მოგეხსენებათ, ამ ორივე მადრიდისტამ გამოტოვა გუშინდელი ვარჯიში მცირე ტრავმების გამო, მაგრამ დღეს უკვე გუნდთან ერთად მუშაობდნენ "ვალდებებასაზე".
ალონსოს დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია სამეფო კლუბისთვის, რადგან მადრიდიელებისთვის მომავალ ტურში მის გარეშე თამაში ურთულესი იქნება. ხაბიმ მცირე ტრავმა "მარსელთან" შეხვედრაში მიიღო. მას არ უწინასწარმეტყველებდნენ ვალენსიაში მოედანზე გასვლას, მაგრამ საბედნიეროდ ის უმნიშვნელოდ ყოფილა დაშავებული.
კრიშტიანო რონალდოც გამოტოვებს "მესტალიაზე" შეხვედრას, რადგან მან "ალმერიასთან" მატჩში ორი ყვითელი ბარათი მიიღო. ის დიდი დანაკლისია "თეთრებისთვის", მაგრამ მათ შემადგენლობაში მისი შემცვლელები ნამდვილად მოიძებნება.
დღევანდელი ვარჯიში გამოტოვეს: კაკამ, მეტსელდერმა, ნისტელროიმ და გუტიმ. როგორც მოგეხსენებათ, ოთხივე მადრიდისტას ტრავმა აწუხებს, აქედან გამომდინარე ვერ მოხვდებიან "თეთრების" განაცხადში. ვალენსიაში გასამართი შეხვედრა ურთულესი გამოდგება და სწორედ იქ გაირკვევა, მართალია თუ არა "ბლანკოსის" ამბიცია გახდეს ლა ლიგის ჩემპიონი.
ინფრომაციის წყარო: Marca.Com
ავტორი: Kevlisha
- 10 დეკემბერი 2009
- 3 195
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.