ტონი კროოსი: "გადაწყვეტილება მიღებული მაქვს"
ტონი კროოსმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიიღო
"მადრიდის რეალს" სურს, რომ მსოფლიო ჩემპიონატი , რაც შეიძლება მალე დასრულდეს და საბოლოოდ მოაგვაროს საქმეები ტონი კროოსის ტრანსფერთან დაკავშირებით. თავად ფეხბურთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა: "მე უკვე მივიღე გადაწყვეტილება, მაგრამ ამის შესახებ ჯერჯერობით ვერაფერს ვერ გეტყვით." გერმანელი ფეხბურთელი მსოფლიოს ჩემპიონატის გერმანიის ეროვნული ნაკრებისთვის დასრულებამდე "ბაიერნის" საკუთრებაშია.
ფეხბურთელმა პირობა დადო, რომ როგორც კი მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდება, ის თავის გადაწყვეტილებას გაასაჯაროებს: "პირველ რიგში ფეხბურთის თამაში მინდა მსოფლიოზე და როცა დასრულდება ჩემპიონატი, ყველა გაიგებთ, თუ რა გადაწყვეტილება მივიღე. ამის შესახებ მე თვითონ გავაკეთებ განცხადებას. ჯერჯერობით ვერაფერს ვერ ვიტყვი.ერთი კვირა დარჩა და შემდეგ უკვე ყველას გეცოდინებათ..."
წყარო: AS
- 7 ივლისი 2014
- 7 731
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.