კაკა : "არ ვთვლი, რომ ჩემი "რეალში" გადასვლა შეცდომა იყო"
რიკარდო კაკამ ჟურნალისტებთან მრავალ თემაზე ისაუბრა, ერთ-ერთი კი მადრიდის "რეალი" და ამ კლუბში გატარებული დრო იყო...
"ცხოვრებაში დგება ეტაპი, როდესაც გარემო უნდა შეიცვალო. ვფიქრობდი, რომ "მილანში" ყველაფრის გაკეთება მოვახერხე და ახალი გამოწვევა მესაჭიროებოდა."
"სამეფო კლუბში გადასვლას არ ვნანობ. პირველი სეზონი საკმაოდ ნორმალურად ჩავატარე, თუმცა შემდეგ უმძიმესმა ტრავმამ დაღი დამასვა. ესპანეთის დედაქალაქში ძალიან დიდი კონკურენციაა, ამიტომ იქ ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე უნდა იდგე."
"როსონერიში უბედნიერესი წლები გავატარე, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე იტალიაში დაბრუნება, ახლა კი აბსოლუტურად განსხვავებულ კლუბში ვიასპარეზებ, აქ ფეხბურთის მომავალს დიდი იმედით უყურებენ, რაც ძალიან მახარებს."
- 6 ივლისი 2014
- 3 283
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.