ბენზემა დაისვენებს, შემდეგ კი კონტრაქტს გააფორმებს
კარიმ ბენზემა შვებულებაში გავიდა. მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ფრანგი ფორვარდი კონტრაქტს ჯერ არ გააფორმებს...
მომქანცველი საკლუბო სეზონისა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ფორვარდს ნამდვილად სჭირდება დასვენება, მას კარლო ანჩელოტიმ ხანგრძლივი არდადაგები გამოუწერა.
სამეფო კლუბი კარიმთან თანამშრომლობის გაგრძელებას გეგმავს, თუმცა ჯერ-ჯერობით საჩქარო არაფერია, წინახაზელი ჯერ დაისვენებს, შემდეგ კი ესპანეთის დედაქალაქისკენ აიღებს გეზს, სადაც ხელმძღვანელობას შეხვდება და მომავალს გადაწყვეტს.
სავარაუდოდ, ბენზემას ახალი ხელშეკრულება 5 წლიანი იქნება, სადაც მას გაცილებით უკეთესი შემოსავალი ექნება.
"ცხრიანი" კარლო ანჩელოტის განკარგულებაში პირველი აგვისტოდან იქნება.
- 6 ივლისი 2014
- 1 786
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.