ზიდანების დიდი ნახტომი "კასტილიაში"

კასტილია ზიდანების ოჯახის იმედად არიან.

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის „რეალისა“ და ალბათ დამეთანხმებით, სრულიად საფეხბურთო სამყაროს ლეგენდა, ზინედინ ზიდან, კასტილიას მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა და უამრავი მადრიდელი იმედს გამოთქვამს, რომ ზიზუ შეძლებს ღირსეული მადრიდისტების აღზრდას.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ზიდანმა „კასტილიაში“ უხმო თავის ორ შვილს, ენცოს და ლუკას. ეს ორი ფეხბურთელი აქამდე მადრიდის „რეალის“ სხვა ასაკობრივი გუნდების კაპიტნები იყვნენ და თავიანთ გუნდში ნამდვილ ლიდერებად ჩამოყალიბდნენ.

ენცომ 19 წლის ასაკში უკვე დაამტკიცა, რომ კასტილიას ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა გახდება. მან ამხანაგურ მატჩში შეუდარებელი ტექნიკა აჩვენა. მისი დამოკიდებულება ბურთთან გასაოცარი იყო.

რაც შეეხება უმცროს ზიდანს, ლუკას, იგი ჯერ 16 წლისაა, თუმცა თავისივე ძმის და მამის მსგავსად უკვე მიიპყრო გულშემატკივრების ყურადღება. გასულ წელს მან შესანიშნავად იმეკარევა და ნამდვილად კარგი შთაბეჭდილება დატოვა. სწორედ ამიტომ იგი კასტილიას ერთ-ერთი მეკარე გახდება.

როგორც ჩანს, ლუკა და ენცო ზიდანებს, მამის დარიგებების მოსმენა როგორც სახლში, ასევე ვარჯიშებზე და თამაშებზეც მოუწევთ.

Defensacentral.com

  • Junior
  • 6 ივლისი 2014
  • 4 691
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)