ალბიოლის პრესკონფერენცია
რაულ ალბიოლი ამ უიქენდზე ბრუნდება "მესტალიაზე", სადაც კარიერის საუკეთესო წლები აქვს გატარებული.
როგორც ჩანს გუნდის საქმეები კარგად მიდის. პირველ ადგილზე გახვედით ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში და კარგად გამოიყურებით ლა ლიგაში...
ყოველ მატჩში უფრო და უფრო კარგად ვგრძნობთ თავს. ნელ–ნელა შევთამაშდით და ამას ყველა ხედავს. ჩვენი მომავალი მიზანია – სამი ქულა ავიღოთ "მესტალიაზე".
თქვენ მოგიწევთ "ვალენსიას" წინააღმდეგ თამაში...
ეს მატჩი მნიშვნელოვანია ჩემთვის. მე ვბრუნდები მშობლიურ ქალაქში, ჩემს მშობლიურ სტადიონზე. ამით ბედნიერი ვარ. იმედია სიამოვნებას მივიღებ თამაშისგან.
ფრე კარგი შედეგი იქნება?
არა, რადგან "ბარსელონას" 5 ქულით ჩამოვრჩებით. უნდა ვეცადოთ ყველა მატჩში გავიმარჯვოთ, რათა გავხდეთ ჩემპიონები. შეგვეძლო წაგვეგო "მარსელთან", მაგრამ ვიბრძოლეთ და სამი ქულაც მოვიპოვეთ.
სილვა ტრავმირებულია...
დიახ, ეს უბედურებაა "ვალენსიასთვის". ჩვენც გვყავს ტრავმირებულები, მაგრამ მათი ღირსეული შემცვლელებიც გვყავს. ბევრი შრომა მოგვიწევს, რათა მოვიგოთ "მესტალიაზე".
ვისთვის უფრო მძიმეა – "ვალენსიასთვის" სილვას არყოფნა თუ "რეალისთვის" კაკასა და კრისტიანო რონალდოს არყოფნა?
ორივე კლუბისთვის დიდი დანაკლისია. სილვა შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენ პლუსი გვაქვს. კაკას და რონალდოს ღირსეული შემცვლელები ჰყავთ.
როგორ მიგიღებთ "მესტალია"?
იქ მე მუდამ კარგად მექცეოდნენ. როცა მოედანზე გავალ, იმედია ყველაფერი დამავიწყდება.
ესაუბრეთ ყოფილ თანაგუნდელებს?
არა, მაგრამ თამაშის წინ ამას გავაკეთებ. "მესტალიაზე" რთული მატჩი იქნება. იქ მუდამ სურთ "რეალის" დამარცხება და თამაშობენ გაორმაგებული მოტივაციით.
"ვალენსიასთან" წაგება "ბარსელონას" მისცემს კიდევ უფრო წინ გასვლის საშუალებას...
გვსურს ვაჩვენოთ ჩვენი ფეხბურთი და მოვიგოთ. თუ წავაგეთ, კიდევ უფრო გავირთულებთ ამოცანას. შობამდე ორი მატჩია დარჩენილი და გვსურს ექვსი ქულა მოვიპოვოთ.
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
- 10 დეკემბერი 2009
- 2 984
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.