ანჩელოტი ლიორენტეს პირველ გუნდში უხმობს
კარლო ანჩელოტიმ გადაწყვეტილება მიიღო. მეხუთე ცენტრალური მცველი დიეგო ლიორენტე გახდება.
გასულ სეზონში იტალიელმა სპეციალისტმა ლიორენტე არაერთხელ გამოცადა და დარწმუნდა მის შესაძლებლობებში. ანჩელოტის აზრით, დიეგო არის ისეთი ცენტრალური მცველი, რომელიც სამეფო კლუბს თადარიგში დასჭირდება. ისევე, როგორც ნაჩო ფერნანდესი.
მიუხედავად იმისა, რომ დიეგო ლიორენტეს გადაბირებას პრემიერ ლიგის ძალიან ბევრი გუნდი ცდილობს, იგი მაინც მადრიდის „რეალში“ დარჩება, რადგან ლიორენტე ამ კლუბის აღზრდილია და ბლანკოსის შემადგენლობაში თამაში მისი ოცნებაა.
Defensacentral.com
- 5 ივლისი 2014
- 2 365
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.