"რეალი" 50 მილიონს ითხოვს, "იუნაიტედი" 40-ზეა თანახმა

ინგლისურ პრესაზე დაყრდნობით, მადრიდის "რეალსა" და მანჩესტერ "იუნაიტედს" შორის ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს...

საქმე ანხელ დი მარიას ეხება, რომელსაც სამეფო კლუბიდან წასვლას უწინასწარმეტყველებენ. არგენტინელი წინახაზელის შეძენით არაერთი მაღალი დონის გუნდია დაინტერესებული, თუმცა ყველაზე მეტად მანჩესტერ "იუნაიტედი" აქტიურობს და ესპანურ მხარესთან მუდმივი საუბარი აქვს.

მადრიდელები ანხელის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვენ, მანჩესტერელები კი თვლიან, რომ დი მარიას რეალური ფასი 40 მილიონი ევროა და იმედი აქვთ "ბლანკოსი" 10 მილიონიან შეღავათს გააკეთებს.

თავად ფეხბურთელი მუნდიალზე იმყოფება და საკლუბო თემებზე საუბარს თავს არიდებს, მისი ნაკრები დღეს 1/4 ფინალის დაპირისპირებას გამართავს და მსოფლიოს 4 საუკეთესო გუნდს შორის მოსახვედრად იბრძოლებს.

  • Hala
  • 5 ივლისი 2014
  • 2 416
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)