გამოცდა ბენზემასათვის
წინა მუნდიალზე, ბენზემა თამაშგარეში დატოვეს, თუმცა ახლა, „რეალის“ თავდამსხმელი ერთი-ერთი შემოქმედია ნაკრების წარმატებული თამაშისა.
კარიმმა უკან მოიტოვა 15 მატჩიანი მშრალი სერია და შესანიშნავად მიუძღვება გუნდს ბრაზილიაში გამართულ შეხვედრებში.დიდიე დეშამიც სწორედ მას აკისრებს ლიდერის ფუნქციებს და ანჩელოტივით, მხოლოდ გოლებს არ ითხოვს „ათიანისგან.“
მოგეხსენებათ, დღეს, მეოთხედფინალური სტადიის ფარგლებში, ისტორიულ „მარაკანაზე,“ ფრანგები გერმანელებს დაუპირისპირდებიან.შესაბამისად, დიდი გამოწვევის წინაშეა ბენზემა, რომელიც ნაკრების რიგებში 24 გოლს მოითვლის, თუმცა აქედან, მხოლოდ 3-ჯერ აქვს აღებული სერიოზული კალიბრის გუნდების კარი (ბრაზილია, ჰოლანდია და ინგლისი).
ასევე, კარიმის მიზანია, ერთ-ერთი საუკეთესო ფრანგი მეგოლე გახდეს მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში.ჯერჯერობით მის აქტივში 3 ბურთი ირიცხება, ხოლო ბომბარდირთა დავაში, შემდეგი ლეგენდები ჰყავს წინ: კოპა, როჩეტაუ (ორივეს 4-4), ზიდანი პლატინი (5-5), ანრი (6) და ფონტინი (13).
MARCA
- 4 ივლისი 2014
- 1 972
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.