დეშამი : "გერმანელებს არ დაავიწყდეთ, რომ მე ბენზემა მყავს"
საფრანგეთის ნაკრების თავკაცის, დიდიე დეშამის განცხადებით, მისი გუნდი მუნდიალზე ყველაზე რთულ დაპირისპირებას გამართავს, მაგრამ "მამლებს" მეტოქის შიში არ აქვთ...
"მერწმუნეთ, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ნაკრების დასამარცხებლად. საფრანგეთის ეროვნულმა გუნდმა ძალიან დიდი პროგრესი აჩვენა და შედეგიც სახეზეა. 1/4 ფინალში ვიმყოფებით, სადაც ურთულესი მეტოქე გვყავს, მაგრამ საკუთარ ძალებში დარწმუნებულები ვართ."
"იოჰამ ლიოვმა დიდებული კოლექტივი შეკრა, ის უკვე წლებია ბუნდესნაკრებს უდგას სათავეში და თითოეული შეგირდის ძალები კარგად იცის. მას არაერთი მაღალი დონის მოთამაშე ჰყავს, მაგრამ გერმანელებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩემ ნაკრებს კარიმ ბენზემა უმაგრებს ზურგს, რომელიც ფორმის პიკშია, ვარჯიშებზე ის ბოლომდე იხარჯება."
"დრამატულ და სანახაობრივ მატჩს ველი, დარწმუნებული ვარ ჩემი ბიჭები ცდას არ დააკლებენ."
- 4 ივლისი 2014
- 2 862
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.