მირო კლოზე : "მუნდიალის დასრულებამდე ტონის თავი უნდა დაანებონ"
გერმანიის ეროვნული ნაკრების გამოცდილმა ფორვარდმა, მიროსლავ კლოზემ ჟურნალისტებთან სხვადასხვა თემაზე ისაუბრა, ერთ-ერთი საკითხი კი ტონი კროოსი გახლავთ, რომლის გადაბირებით მადრიდის "რეალი" გახლავთ დაინტერესებული...
"დღე არ გავა პრესაში რაიმე ახალი არ გაჩნდეს, რაც ფეხბურთელზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს."
"მადრიდის "რეალის" ინტერესი ნამდვილად დასაფასებელი და საამაყოა, მაგრამ სატრანსფერო საკითხების განხილვა მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ უფრო უპრიანი იქნებოდა."
"ტონი თავიდან ბოლომდე გემრანიის ნაკრებზეა ორიენტირებული, მას ნამდვილად აწუხებს პრესაში ატეხილი აჟიოტაჟი."
- 4 ივლისი 2014
- 1 760
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.