მილანელებს კოენტრაუ და დიეგო ლოპესი სურთ
იტალიურ საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით "მილანის" ხელმძღვანელობა ფაბიო კოენტრაუს და დიეგო ლოპესის შესაძენად ყველაფერს იღონებს...
"შავ-წითლებს" უკანა ხაზის გაძლიერება სურთ, ისინი თვლიან, რომ ასაკის მიუხედავად დიეგოს შესწევს ძალა დაიცვას იტალიური კლუბის ღირსება.
გავრცელებული ჭორების მიხედვით ორივე მოთამაშეში მილანალები 34 მილიონ ევროს ჩამოდიან, ფეხბურთელებს კი 3-3 წლიან კონტრაქტებს სთავაზობენ.
ესპანელი კიპერი უკვე დიდი ხანია საქმეს შეუდგა, მან შვებულება დროზე ადრე შეწყვიტა და ფორმის აღდგენით არის დაკავებული, იგი აცხადებს, რომ მომდევნო სეზონი მადრიდის "რეალისთვის" ძალიან დატვირთული იქნება და ამისთვის საჭირო უმაღლეს კონდიციაში ყოფნაა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ფაქტია, რომ ესპანელს გუნდის დატოვება არ სურს, ხოლო კლუბის აზრი ჯერ-ჯერობით უცნობია.
რაც შეეხება ფაბიო კოენტრაუს, მან სეზონის დასკვნითი ნაწილი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა, მსოფლიო ჩემპიონატზე კი ტრავმა მიიღო და ჯერ-ჯერობით აღდგენით პროცესს გადის. ექსპერტთა აზრით კოეს ფასმა საკმაოდ მოიმატა, აქედან გამომდინარე რამდენად მოახერხებს თუ არა "როსონერი" 34 მილიონად ორივე მოთამაშის გადაბირებას რთული სათქმელია.
- 3 ივლისი 2014
- 1 335
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.