ბენზემა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გაახანგრძლივებს

გამომცემლობა AS აცხადებს, რომ ბენზემას კონტრაქტის გახანგრძლივება ოფიციალურად მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გამოცხადდება

ბენზემასა და კლუბს შორის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმება მიღწეულია, მაგრამ მისი გასაჯაროება მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე არ იგეგმება. "მადრიდის რეალსა" და ფრანგ თავდამსხმელს შორის მოლაპარაკებები მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე დაიწყო.

ბენზემას ყოველთვის სურდა, რომ კარიერა "მადრიდის რეალში" გაეგრძელებინა და ყურად არ იღებს იმ წინადადებებს, რომელიც მას "პსჟ"-დან და სხვა კლუბებიდა აქვს. ზიდანი და ანჩელოტი შეხვდნენ კლუბის და ფეხბურთელის წარმომადგენლებს და დაარწმუნეს ისინი, რომ ფრანგის გაყიდვა არ იყო მიზანშეწონილი. კლუბმა ასევე უარი განაცხადა მის ჩართვაზე "პსჟ"-დან ვერატის გადმოყვანის საქმეში.

ყველაფერი ბოლო დროს არია ფრანგი ფეხბურთელის ეკონომიკურმა მოთხოვნილებებმა. კარიმს სურს, რომ მისი გასამრჯელო "მადრიდის რეალში" გაორმაგდეს. მისი სალაროს გადახედვა 2009 წლიდან მოყოლებული არ მომხდარა. საქმეს ის ართულებს, რომ "თეთრებს" არ სურთ ფეხბურთელისთვის ხელფასის გაორმაგება. ბოლოს ორივე მხარე საბოლოოდ შეთანხმდა ყველაფერზე. ბენზემა ამჟამად მხოლოდ მეოთხედფინალზე არის კონცენტრირებული, სადაც მისი ნაკრები გერმანიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. აქედან გამომდინარე, ორივე მხარემ მოილაპარაკა, რომ დეტალებს მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ასპარეზობის დასრულებამდე არ გაახმაურებენ.

წყარო: AS

  • shvela
  • 3 ივლისი 2014
  • 1 453
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)