ITA: "იუვენტუსმა" "რეალს" იტურბე მოპარა
როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის „რეალი“ ძალიან დიდი ხანია ხუან მანუელ იტურბეს აკვირდება და მის გადაბირებას ცდილობს. თუმცა იტალიურმა პრესამ დღეს საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
მიუხედავად იმისა, რომ სამეფო კლუბი „ვერონას“ ფეხბურთელის შეძენას საკმაოდ დიდი თანხის სანაცვლოდ აპირებდა (20 მილიონი ევრო), დღეს გავრცელებულა ინფორმაციამ ყველაფერი უკუღმა დაატრიალა.
საქმე იმაშია, რომ ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობამ ფლორენტინო პერესის წინადადება გაზარდა და „ვერონას“ 25 მილიონი ევრო შესთავაზა. ბუნებრივია კლუბს იტურბეს რაც შეიძლება ძვირად გაყიდვა სურს.
სავარაუდოდ მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფსონს არ გაზრდის და ხუან მანუელ იტურბე შემდეგი სეზონიდან სამეფო კლუბის ნაცვლად, ტურინის „იუვენტუსში“ ითამაშებს.
Defensacentral.com
- 2 ივლისი 2014
- 2 142
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.