დი მარიას მსურველთა რიცხვი იზრდება
ანხელ დი მარიამ გასული სეზონი შესანიშნავად ჩაატარა და არც მსოფლიო ჩემპიონატზე ირცხვენს თავს. გუშინ არგენტინის ნაკრებმა სწორედ ანხელის წყალობით მოახერხა 1/4 ფინალში გასვლა...
ბუნებრივია ევროპის მაღალი დონის კლუბები ფეხბურთელის მიმართ ინტერესს იჩენენ, თანაც თავად ფეხბურთელმა ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა, რომ გარემოს შეცვლა გამორიცხული არ არის და ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს.
ფრანგულ პარისენჟრმენს დი მარიას შეძენის ყველაზე დიდი შანსი აქვს, რადგან ამ კლუბის ბიუჯეტი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა და დიდი თანხის გადახდა პრობლემას არ წარმოადგენს.
საფრანგეთიდან ანხელის შეძენით მხოლოდ პარიზელები არ არიან დაინტერესებულნი, არგენტინელი პერსონის შეძენაზე "მონაკოც" აცხადებს პრეტენზიას და ტრანსფერში ხამეს როდრიგესის ჩართვასაც აპირებს, რომლითაც ფლორენტინო პერესი გახლავთ მოხიბლული.
გარდა საფრანგეთისა, ნახევარმცველის შეძენაზე პრეტენზიას ინგლისელებიც აცხადებენ, პრემიერლიგიდან ანხელის შეძენაზე პრეტენზიას ლონდონის "ჩელსი", მანჩესტერ "იუნაიტედი", ლონდონის "არსენალი" და მანჩესტერ "სიტი" აცხადებენ. "მეთოფეთა" ხელმძღვანელობამ მესუთ იოზილსაც კი სთხოვა დი მარიასთან გასაუბრება და ნისლიან ალბიონზე გადასვლაში დარწმუნება, თუმცა მთავარ ფავორიტად მაინც "ჩელსი" და "სიტი" ითვლებიან, რადგან მათ სერიოზული თანხის შეთავაზების საშუალება აქვთ.
გარდა ზემოხსენებული კლუბებისა, ანხელის შეძენაზე პრეტენციას ტურინის იუვენტუსიც აცხადებს და მზად არის არტურო ვიდალი ან პოლ პოგბა ჩართოს ტრანსფერში, თუმცა კულუარული ინფორმაციით სერია "ა"-ში ასპარეზობა თავად ფეხბურთელს არ სურს, აქედან გამომდინარე ყველაზე ნაკრები შანსი "ბებერ ქალბატონს" აქვს.
როგორც ხედავთ ცხელი ზაფხული მადრიდელთათვის კიდევ უფრო მძვინვარებს, მათ დი მარიას შესანარჩუნებლად დიდი ბრძოლა მოუწევთ. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
- 2 ივლისი 2014
- 2 544
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.