კარლოს დი მარიას გულის მონადირება სურს

მარკას ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ანხელ დი მარიასთან შეხვედრას გეგმავს. იტალიელი სპეციალისტი იმედოვნებს, რომ არგენტინელ ნახევარმცველს დარჩენაში დაარწმუნებს...

ანხელიტოს პოზიცია ჯერ-ჯერობით უცნობია. ის აცხადებს, რომ მხოლოდ მუნდიალზეა კონცენტრირებული და საკლუბო ამბებს მხოლოდ დასვენების შემდეგ გადაწყვეტს, თუმცა ექსპერტები მის აბარგებას უკვე სერიოზულად წინასწარმეტყველებენ, თანაც მისით არაერთი მაღალი დონის კლუბია დაინტერესებული.

ანჩელოტის აზრით გამოსავალი მხოლოდ ახალ კონტრაქტშია, მთავარი მწვრთნელი ფიქრობს, რომ დი მარიასთვის ხელფასის მომატება ფეხბურთელს უფრო მოტივირებულს გახდის და დარჩენაში დაარწმუნებს.

მას შემდეგ, რაც გუნდში გარეთ ბეილი მოვიდა, არგენტინელ ფეხბურთელს პოზიციის შეცვლა მოუწია, მას კარლოს აღმოჩენასაც უწოდებენ, იგი იდეალურად მოერგო "ბლანკოსის" ახალ სქემას და ლუკა მოდრიჩთან და ჩაბი ალონსოსთან ერთად იდეალური ტრიო შექმნა.

  • Hala
  • 2 ივლისი 2014
  • 2 593
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)