კროოსს ბრაზილიაშიც არ ასვენებენ
მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს ტონი კროოსის შესაძენად. ეს თემა ძალიან აქტუალურია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში...
მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალურ მატჩში, სადაც ბუნდეს ნაკრები ალჟირს დაუპირისპირდა შემდეგი სახის შეძახილები ისმოდა : "ტონი ჩვენ შენ გვჭირდები, კროოსი მადრიდელია", "Welcome To RealMadrid".
ესპანეთის დედაქალაქში ეჭვი არ ეპარებათ, რომ კროოსი თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი და ის ლა ლიგას ძალიან კარგად აუღეს ალღოს. მითუმეტეს კარლო ანჩელოტი სწორედ იმ სქემას იყენებს, რომელსაც ხოსეპ გვარდიოლას. 4-3-3 გერმანელი ნახევარმცველისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
ალჟირელებთან დაპირისპირებაში ტონი მოწოდების სიმაღლეზე იდგა, ის იყო ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე მოედანზე, რამაც თითოეულ მადრიდისტაზე კიდევ უფრო დადებითად იმოქმედა.
რადამელ ფალკაოსთან ერთად გერმანელი ნახევარმცველი ფლორენტინო პერესის მთავარ სამიზნეს წარმოადგენს.
- 2 ივლისი 2014
- 2 198
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.