"რეალი" და "მონაკო" შეთანხმდნენ?

საფრანგეთის ყოველდღიურ გამოცემებზე დაყრდნობით, მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელოვამ "მონაკოს" ოფიციალური შეთავაზებით მიმართა რადამელ ფალკაოს თაობაზე და ყველაფერს წერტილი დაესვა...

ფლორენტინო პერესი მზად არის კოლუმბიის ნაკრების წინახაზელის სანაცვლოდ ჯიბე 45 მილიონი ევროთი გაითხელოს, თავად ფეხბურთელს კი წლიურად 14 მილიონიან სარგებელს სთავაზობს. ამ შემთხვევაში ფალკაო "ბლანკოსის" ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება.

რადამელს "მონაკოსთან" 5 წლიანი კონტრაქტი აკავშირებს, მაგრამ ხელშეკრულებაში დევს პუნქტი, რომლის მიხედვითაც შეთანხმების გაწყვეტის შემთხვევაში არცერთ მხარეს სანქციები არ დაეკისრება, აქედან გამომდინარე ფრანგული მხარე ვალდებული იყო მოლაპარაკებები ეწარმოებინა.

გავრცელებული ინფორმაციით ფორვარდი თავად დაუკავშირდა თავის აგენტს და ფრანგებთან შეხვედრა სთხოვა, მისი მიზანი მადრიდის "რეალში" გადასვლა გახლავთ, L’Equipe-ს ინფორმაციით აგენტმა კლუბისგან თანხმობა მიიღო და მხოლოდ ფორმალური დეტალებია დარჩენილი.

ამასთან ერთად გასახსენებელია რადამელის ტრავმა, რის გამოც ის ბრაზილიის 2014 წლის ჩემპიონატზე ვერ ახერხებს მონაწილეობის მიღებას, კოლუმბიელმა თავდამსხმელმა უკვე დიდი ხანი იუქმა, მისი მუხლის მდგომარეობის შესახებ კი ოფიციალური ინფორმაცია მკურნალმა ექიმმა, ხუაკინ ხუანმა გასცა, იგი აცხადებს, რომ ფალკაოს რეაბილიტაციის კურსმა წარმატებით ჩაიარა და მას 100%-იანი დატვირთვის მიღება შეუძლია, მისი მდგომარეობა აბსოლუტურად სრულყოფილი გახლავთ.

  • Hala
  • 2 ივლისი 2014
  • 3 118
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)