გრიზმანი: "ბენზემასთან თამაში ადვილია"
გრიზმანმა ნიგერიასთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"როდესაც სტადიონზე დგახარ და მატჩში მონაწილეობას იღებ, სხვა ემოციით ხარ დატვირთული. ნიგერიის ნაკრები დავამარცხეთ და იმედი მაქვს ისევე კარგად ვითამაშებ, როგორც ეს შვეიცარიის წინააღმდეგ იყო. ჩვენ გვყავს საკმაოდ ძლიერი გუნდი და ჩვენი ამოცანა მუნდიალზე რაც შეიძლება შორს გასვლაა."
"ძალიან ხშირად საუბრობენ ჩემს შესაძლო ტრანსფერზე სამეფო კლუბში. ჯერ-ჯერობით არც არაფრის ცოდნა და არანაირი კომენტარის გაკეთება არ მსურს. ახლა მე მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატზე და ჩემს თანაგუნდელებზე ვფიქრობ. როდესაც ეს მუნდიალი დასრულდება ყველა წინადადებას განვიხილავ და გადაწყვეტილებას მივიღებ."
"კარიმ ბენზემა გასაოცარი ფეხბურთელია. იგი საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია და მისი გუნდში ყოფნა ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბენზემას გვერდით თამაში საქმეს მიადვილებს და მინდა, რომ წარმატებას ყველამ ერთად მივაღწიოთ."
Defensacentral.com
- 1 ივლისი 2014
- 1 638
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.