ბენტუ : "რონალდუს ტრავმა მუნდიალზე რამდენჯერმე გამიზეზდა"
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, პაულო ბენტუმ განაცხადა, რომ რონალდუსთან დაკავშირებული ჭორები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასამარდეს...
"კრიშტიანო დიდებული ფეხბურთელია და ვიცით, რომ ის ნაკრებს მომავალშიც დასჭირდება. შვიდიანს ცენტრ ფორვარდად თამაშიც კარგად გამოსდის, მაგრამ ვფიქრობ, ფლანგიდან გაცილებით უფრო პროდუქტიულია როგორც კლუბში, ასევე ეროვნულ ნაკრებში."
"მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში რონის გადატვირთული სეზონი ჰქონდა, მან ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა და 17 გოლს მოუყარა თავი, რაც იოლი ნამდვილად არ გახლავთ, თანაც ამ ყველაფერს თან ახლდა დაზიანებები, რომლის სათანადო მკურნალობა ვერ მოხერხდა."
"როდესაც ის შეკრებაზე მოვიდა 100%-ით მზად არ იყო, სამედიცინო შტაბი ყველაფერს აკეთებდა ფორმის აღსაღდგენად, მაგრამ შედეგს მხოლოდ ნაწილობრივ მივაღწიეთ. მეორე პაექრობისთვის კრიშტიანო აბსოლუტურად მზად იყო, თუმცა თამაშის მსვლელობისას მას კვლავ გაუმიზეზდა ტრავმა. საბოლოო ჯამში მას სრული გამოკვლევა ჩაუტარდა, ექიმებმა კი განაცხადეს, რომ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება თავად შეგირდს უნდა მიეღო, თუ იგი ტკივილებს გრძნობდა, მაშინ დასვენება უმჯობესი იქნებოდა, მაგრამ რონის განცხადებით მას ფეხი აღარ აწუხებდა და მოედანზე გასვლა პრობლემას აღარ წარმოადგენდა."
- 1 ივლისი 2014
- 3 956
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.