გერმანიამ დამატებით დროში გატეხა ალჟირი
მუნდიალის მერვედფინალურ პაექრობაში, ბუნდეს ნაკრებმა ალჟირი დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ 90 წუთის განმავლობაში, ლიოვის დამოძღვრილებმა აფრიკელების კარი ვერ აიღეს, თუმცა დამატებით ტაიმებში, „მწვანეებმა“ ჯერ შიურლესგან მიიღეს ბურთი, ხოლო შემდეგ იოზილისგან.
სამი ხედირა მეორე ტაიმში ჩაერთო საქმეში და შეიძლება ითქვას, საკმაოდ კარგადაც.
ამრიგად, 1/4 ფინალურ სტადიაზე, გერმანელები ფრანგებს დაუპირისპირდებიან.
- 1 ივლისი 2014
- 2 842
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.