ტონი კროოსი - 21-ე საუკუნის ნახევარმცველი

ტონი კროოსი თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელია.

რაც დრო გადის, მსოფლიო ფეხბურთი უფრო იცვლება და ვითარდება. კროოსი 21-ე საუკუნის ნახევარმცველია. დღეს დღეისობით ფეხბურთელს, რომელიც მოედნის შუაგულში თამაშობს, უნდა შეეძლოს შეტევების ჩაშლა და საკუთარი გუნდის იერიშების ორგანიზება. ასევე კარგად უნდა თამაშობდეს შეტევაში და გოლების გატანით უნდა გამოირჩეოდეს. ტონი კი ამ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

2006 წელს, როდესაც კროოსი 16 წლის იყო, ბავარიის ახალგაზრდულ გუნდში ჩაირიცხა, ერთი წლის თავზე კი, როდესაც მას 17 წელი შეუსრულდა დაამყარა „ბაიერნის“ რეკორდი და გახდა ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი.

2009 წელს „ბავარიელებმა“ ახალგაზრდა ტალანტი იჯარით გაუშვეს „ლევერკუზენში“. ცხრა გოლისა და 12 საგოლე გადაცემის შემდეგ, გადაწყვიტა, რომ კროოსი „ბაიერნში“ უნდა დაბრუნებულიყო და ასეც მოხდა.

ვან გაალის ხელმძღვანელობით, ტონიმ ბუნდესლიგაში 19 მატჩი ჩაატარა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. სწორედ იქ დაიწყო გოლების გატანა და საგოლე გადაცემების გაკეთება. მას შემდეგ, რაც ჰაინკესი მოვიდა „ბაიერნის“ სათავეში, კროოსმა უფრო მოუმატა და საკუთარ კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა. რვა გოლი და თექვსმეტი საგოლე გადაცემა.

დღესდღეობით ახალგაზრდა ნახევარმცველი გერმანიის ეროვნული ნაკრების ღირსებასაც იცავს.

ეს გახლავთ ფეხბურთელის მინი-პორტრეტი, რომლის შეძენასაც ფლორენტინო პერესი გამალებით ცდილობს.

Marca.com

  • Junior
  • 30 ივნისი 2014
  • 3 762
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)