12 გოლი 11 მატჩში
გასულ კვირას კრისტიანო რონალდომ დათმო "ოქროს ბურთი" ლეონელ მესისთან, მაგრამ პორტუგალიელმა ყველას აჩვენა, რომ მისი დაბრუნებისთვის ყველაფერს გააკეთებს. "მარსელთან" გატანილი ორი გოლით ის გახდა ჩემპიონთა ლიგის ერთპიროვნული ბომბარდირი. გამოთვლებით, პორტუგალიელს ყოველ 45 წუთში გააქვს გოლი მეტოქის კარში.
კრისტიანომ მესამე დუბლი გააკეთა სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე. "მილანი" ერთადერთი გუნდია, რომელსაც მან გოლი ვერ გაუტანა.
რონალდოს ექვს გოლს ჩემპიონთა ლიგაზე დავუმატოთ ლა ლიგაში გატანილი ექვსი გოლი. საერთო ჯამში პორტუგალიელმა "რეალში" ჩატარებულ 11 მატჩში 12 გოლის გატანა მოახერხა.
ლა ლიგაში რონალდომ მხოლოდ შვიდ თამაშში მიიღო მონაწილეობა. შემდეგ დიავარამ მას მძიმე ტრავმა მიაღებინა. მიუხედავად ამისა პორტუგალიელი მაინც რჩება ბომბარდირთა სიაში. მას საშუალოდ 89 წუთში გააქვს გოლი პრიმერადივიზიონში.
ინფორმაციის წყარო: As.com
- 10 დეკემბერი 2009
- 3 446
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.