"იუვე" პოგბას სანაცვლოდ 55 მილიონს ითხოვს
იტალიურ პრესაზე დაყრდნობით ტურინიუს "იუვენტუსმა" პოლ პოგბას ფასი დაადო...
"ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობა მზად არის მოლაპარაკებები დაიწყოს ნებისმიერ გუნდთან, რომელიც მზად იქნება ფრანგი ნახევარმცველის სანაცვლოდ 55 მილიონი ევრო გადაიხადოს.
მოგეხსენებათ, პოლის შეძენით ფლორენტინო პერესი გახლავთ დაინტერესებული. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად იუვენტუსელი ნახევარმცველი კარლო ანჩელოტის ძალიან მოსწონს და სწორედ მან სთხოვა პრეზიდენტს იტალიელებთან მოლაპარაკებების დაწყება.
მაშ ასე, როგორც ჩანს იტალიელები მოლაპარაკებისთვის მზად არიან, ახლა კი ყველაფერი ესპანელთა მმართველზე იქნება დამოკიდებული.
- 30 ივნისი 2014
- 2 844
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.