ვან გაალმა მორატას დაადგა თვალი
ვან გაალი მუნდიალის დასრულების შემდეგ, ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებს დატოვებს და მანჩესტერში გაემგზავრება სამუშაოდ.
ბრიტანული პრესის ბოლო გამომცემლობის მიხედვით, “მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალ მწვრთნელს, ვან გაალს ალვარო მორატას შეძენა სურს. აგრეთვე ირკვევა, რომ ახალგაზრდა ესპანელის „წითელ ეშმაკებში“ ტრანსფერი ჰოლანდიელი სპეციალისტის უმთავრესი ამოცანაა.
Daily Star აგრეთვე იუწყება, რომ მუნდიალის დასრულებისთანავე ვან გაალი დაიწყებს მუშაობას მორატას გადაბირებისთვის, რადგან მადრიდის „რეალის“ ცენტრალურ თავდამსხმელზე იბრძვიან „არსენალი“ და „იუვენტუსი“. წითლები კი მის დათმობას არ აპირებან.
Defensacentral.com
- 30 ივნისი 2014
- 2 196
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.