"ინტერი" ხედირასა და კაზემიროში 42 მილიონს ჩამოდის

იტალიურ პრესაზე დაყრდნობით, მილანის "ინტერი" მადრიდის "რეალის" გაძარცვას გეგმავს...

როგორც ჩანს "შავ-ლურჯებს" ნახევარდაცვის სერიოზული გაძლიერება სურთ. მათი ბოლოდროინდელი წარუმატებლობა ნამდვილად თვალშისაცემია, აქედან გამომდინარე ახალი სახეების დამატება ურიგო არ იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, იტალიელთა ხელმძღვანელობა მადრიდის "რეალს" სამი ხედირასა და კაზემიროს სანაცვლოდ 42 მილიონ ევროს სთავაზობს.

"ინტერი" მზად არის ფეხბურთელებს 5-5 წლიანი კონტრაქტები შესთავაზოს და საკმაოდ ნორმალური ანაზღაურება დაუნიშნოს.

კაზემიროს საკითხი თითქმის გადაწყვეტილია, ისი მინიმუმ არენდით დატოვებს კლუბს, რადგან კარლო ანჩელოტი თვლის, რომ "რეალში" დარჩენის შემთხვევაში ბრაზილიელი ნახევარმცველი დაიჩაგრება და მას გამოცდილება სჭირდება. რაც შეეხება ხედირას, მასზე საუბარი დახურული იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ტონი კროოსის შეძენის შესახებ საუბრები გაატიურდა, გაგერმანელებულ ტუნისელს აბარგებას უწინასწარმეტყველებენ.

  • Hala
  • 30 ივნისი 2014
  • 1 827
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)