კრისტიანო რონალდო:"ფინალამდე შორი გზაა"
კრისტიანო რონალდომ სამშაბათს მორიგი საუკეთესო მატჩი ჩაატარა მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში. ცუდი პერიოდის შემდეგ პორტუგალიელმა ყველას აჩვენა, რომ ისევ საუკეთესოა.
"მთლიანმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კარგი თამაში ჩავატარე. ჯერ კიდევ არ ვარ ასი პრეცენტით მზად, მაგრამ ფორმას აღვიდგენ და ძველებურად ვითამაშებ. ვწუხვარ, რომ "ვალენსიას" წინააღმდეგ ვერ ვითამაშებ".
რონალდომ თავისი გოლებზეც ისაუბრა "მარსელის" კარში: "ბედნიერი ვარ, რომ ორი გოლის გატანა მოვახერხე. პირველი გოლი ძალიან მომეწონა. მეორე გოლი კი ცარიელ კარში გავიტანე".
"რეალი" გავიდა პლეი–ოფში, კრისტიანო კი თავისი ექვსი გოლით ჩემპიონთა ლიგის ერთპიროვნული ბომბარდირია. მისი თქმით, ეს პირველი ნაბიჯია 22 მაისის ფინალისკენ. "ფინალი "სანტიაგო ბერნაბეუზეა", მაგრამ ვფიქრობ ჯერ კიდევ დიდი დროა. ნაბიჯ–ნაბიჯ უნდა ვიაროთ. ყოველდღიურად თავდაუზოგავად ვმუშაოს, რათა საუკეთესო ვიყო".
ინფორმაციის წყარო: As.com
- 10 დეკემბერი 2009
- 3 331
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.