31 მილიონი ევრო სტერლინგის სანაცვლოდ?

ინგლისურ ტაბლოიდებზე დაყრდნობით, მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა უკვე ძალიან სერიოზულად განიხილავს ლივერპულელი სტერლინგის შეძენის საკითხს.

19 წლის ფეხბურთელის მერსისაიდელთა თავკაცის, ბრენდან როჯერსის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია, ის ინგლისელს უდიდეს ნდობას უცხადებს და თვლის, რომ ლივერპული სწორედ მისი პროგრესის ხარჯზე წავა წინ.

სტერლინგმა მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატზეც მიიღო. 19 წლის შეგირდისთვის მუნდიალი ნამდვილად დიდ გამოცდილებად დარჩა, თუმცა მისმა ნაკრებმა ღირებული ვერაფერი შექმნა და ტურნირს ჯგუფურ ეტაპზევე გამოეთიშა.

გავრცელებული ინფორმაციით ახალგაზრდა ტალანტის სანაცვლოდ სამეფო კლუბის ხელმძღვანელობა 31 მილიონ ევროს იხდის, რაც თავისთავად ძალიან მაცდური წინადადებაა, მითუმეტეს იმ გარემოებაში, როდესაც მის ამჯამინდელ კლუბს არც ისე სახარბიელო ფინანსური მდგომარეობა აქვს.

ინგლისელთათვის მუნდიალი დასრულებულია, სტერლინგი კი ახლა შვებულებაში იმყოფება, აქედან გამომდინარე მოლაპარაკებების დაწყებისთვის ეს დრო ნამდვილად შესაფერისია.

დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

  • Hala
  • 29 ივნისი 2014
  • 2 574
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)