"რეალმა" "მონაკოს" 45 მილიონიანი წინადადებით მიმართა
სამეფო კლუბის ხელმძღვანელობა რადამელ ფალკაოს გადასაბირებლად ყველაფერს აკეთებს. ცოტა ხნის წინ ვრცელდებოდა ინფორმაციები იმის შესახებ, რომ კოლუმბიელი ფეხბურთელის ამჟამინდელი კლუბი მოლაპარაკებების დასაწყებად მზადყოფნას აცხადებდა, ახლა კი "ბლანკოსის" პრეზიდენტი უკვე საქმეზეა გადასული...
გავრცელებული ინფორმაციით, "რეალის" პრეზიდენტი ფრანგებს 45 მილიონ ევროს სთავაზობს, ფალკაოს მოხიბვლას კი არნახული საკონტრაქტო პირობებით გეგმავს.
ესპანელი პრეზიდენტი მზად არის რადამელს წლიურად 14 მილიონი ევრო გადაუხადოს, ხელშეკრულების ვადად კი 4 წელი განუსაზღვროს.
იმ შემთხვევაში თუ მოლაპარაკებები შედგა, რადამელი სამეფო კლუბის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება.
ამასთანავე ჩნდება ინფორმაციები იმის შესახებ, რომ კოლუმბიელმა წინახაზელმა საკუთარ აგენტს, ჟორჟე მენდეშს მადრიდში ვიზიტი და მოლაპარაკებების დაწყებას სთხოვა, აქედან გამომდინარე კარგად ჩანს, რომ მას "ბლანკოსის" ღირსების დაცვა სურს.
- 29 ივნისი 2014
- 3 080
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.