"მონაკო" მზად არის მოლაპარაკებების დასაწყებად
მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა "მონაკოს" კოლუმბიელი ფორვარდის, რადამელ ფალკაოს გადაბირებაზე სერიოზულად მუშაობს...
ესპანურ საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით თანამშრომლობის სურვილი რადამელის კლუბმაც გამოთქვა.
"მონაკოს" ხელმძღვანელობა მზად არის სამეფო კლუბთან საუბარი დაიწყოს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ფლორენტინო პერესი ფეხბურთელის სანაცვლოდ საკმაოდ სოლიდურ თანხას გადაიხდის, სხვა შემთხვევაში ყველანაირი მოლაპარაკება ჩიხში შევა.
გარდა "რეალისა" ფალკაოსადმი ინტერესს მანჩესტერ "იუნაიტედი" და ლონდონის "ჩელსი" იჩენენ, მაგრამ თავად ფეხბურთელს კარიერის პრემიერლიგაში გაგრძელაბა არ სურს, რადგან თვლის, რომ ოპტიმალური ვარიანტი ლა ლიგაში დაბრუნება იქნება, სადაც მას არაერთი გოლი აქვს გატანილი.
როგორც ჩანს მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სამეფო კლუბის პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს საკმაოდ ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელების საშუალება ეძლევა, აქედან გამომდინარე ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, ახლა "ბურთი და მოედანი" ესპანელებისაა.
- 29 ივნისი 2014
- 2 294
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.