ხედირას შეძენით "გალათასარაი" ინტერესდება
თურქულ მედიაზე დაყრდნობით, სტამბულის გალათასარაი ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს, მათი მთავარი სამიზნე კი არც მეტი არც ნაკლები სამი ხედირა იქნება, რომელიც ამჯამად გერმანიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად იმყოფება მსოფლიო ჩემპიონატზე...
თურქებს გაგერმანელებული ტუნისელი ძალიან ესიმპატიურებათ და თვლიან, რომ ის სტამბულში საკმაოდ ნაყოფიერი იქნება.
"გალათასარაიმ" ბოლო წლებში არაერთი მოულოდნელი ტრანსფერი განახორციელა და შემადგენლობა მნიშვნელოვნად გააძლიერა. ემანუელ ებოე, ფელიპე მელო, დიდიე დროგბა (ასაკის) მიუხედავად და კიდევ რამდენიმე სხვა უმაღლესი დონის ფეხბურთელი, ეს სწორედ იმ მოთამაშეთა რომელმაც "გალას" მიაშურა.
გავრცელებული ინფორმაციით თურქები მზად არის ბუნდეს ნაკრების ფეხბურთელის სანაცვლოდ ფლორენტინო პერესს 23 მილიონი ევრო შესთავაზონ, ფეხბურთელთან კი 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმონ, რომლის დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.
მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობას მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ თურქების მიღება მოუწევს, სტამბულელებს ესპანეთში ვიზიტი და მოლაპარაკებების მაგიდაზე მისხდომა უკვე გადაწყვეტილი აქვთ.
- 27 ივნისი 2014
- 1 474
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.