კროოსი : "რეალი? სასიამოვნოა, მაგრამ ესპანეთზე არ ვფიქრობ"
ტონი კროოსის განცხადებით, მისთვის სასიამოვნოა მადრიდის "რეალის" ინტერესი, მაგრამ ის ესპანეთზე არ ფიქრობს...
"ჩემთვის მთავარი გერმანიის ნაკრებში წარმატების მიღწევაა, სწორ გზას ვადგავართ, რომელმაც საბოლოო წარმატებამდე უნდა მიგვიყვანოს და არ მინდა საკლუბო ინტერესებზე ვიფიქრო."
"მადრიდის "რეალი" დიდი კლუბია, მათ კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგა მოიგეს და ამით ყველაფერია ნათქვამი. სასიამოვნოა, როდესაც ასეთი გუნდი შენს მიმართ ინტერესს იჩენს, მაგრამ სიმართლე გითხრათ ესპანეთზე არ ვფიქრობ."
"მუნდიალის შემდეგ ბაიერნის ხელმძღვანელობასთან საუბარს ვაპირებ, არ არის გამორიცხული მიუნხენში დავრჩე, ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილება არ მიმიღია, ყველაფერს დრო გვიჩვენებს."
- 27 ივნისი 2014
- 2 275
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.