ლუის სუარესის საგა დასრულებულია
მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობამ ლუის სუარესთან დაკავშირებულ სპეკულაციებს საბოლოო წერტილი დაუსვა...
ფიფას სადისციპლინო კომიტეტმა ურუგვაის ნაკრებს ფორვარდს მკაცრი განაჩენი გამოუტანა, ის ვეღარ მოახერხებს მსოფლიო ჩემპიონატის დარჩენილ მატჩებში მონაწილეობის მიღებას, გარდა ამისა ლუისი ვერც ლივერპულის დახმარებას შეძლებს.
"ფიფას" გადაწყვეტილებით წინახაზელი 4 თვიან პაუზას აიღებს და არანაირი საქმიანობის განხორციელების უფლება არ ექნება.
გარდა ამისა, სუარესს ფულადი სანქციაც დაეკისრება, რომელსაც ის "ფიფას" ბიუჯეტში ჩარიცხავს.
იტალიასთან დაპირისპირების მეორე ნახევარში განვითარებული მოვლენები ბრაზილიაში მყოფ ორგანიზატორებს აშფოთებს, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს, პირველ რიგში კი ის, რომ ჯორჯო კიელინი არ არის პირველი ფეხბურთელი, რომელსაც ლუისმა უკბინა, ეს იყო მესამე შემთხვევა, მანამდე სუას ჯერ ამსტერდამის აიაქსში, შემდეგ კი ლივერპულის შემადგენლობაში აქვს მსგავსი საქციელი ჩადენილი, პრემიერ ლიგის დაპირისპირებაში ურუგვაელმა ლონდონის "ჩელსის" მცველი "წყობიდან" გამოიყვანა.
ზემოხსენებული სიტუაციიდან გამომდინარე ფლორენტინო პერესი აღარ აპირებს ურუგვაელ ფორვარდში კოლოსალური თანხის გადახდას, ესპანელი პრეზიდენტი სხვა კანდიდატურებზე გადაერთო.
- 27 ივნისი 2014
- 7 848
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.