რონალდუ - ფიგუს, რონალდინიოსა და მესის ნაკვალევზე

მსოფლიო პირველობა „ელ ფერარის“ გამოემშვიდობა.

ტრადიციისამებრ, ყველა მსოფლიო ჩემპიონატს ჰყავს თავისი აღმოჩენა, თუმცა ტურნირის დაწყებამდე, ფეხბურთის მოყვარულები იმ მოთამაშეების გაბრწყინების მოლოდინში არიან, რომლებმაც უკვე სხვა ფორმატში დაამტკიცეს თავისი შესაძლებლობები.

მიმდინარე მუნდიალზე ბევრი ვარსკვლავი იღებს მონაწილეობას, მაგრამ უწინარეს ყოვლისა, ყველაზე დიდი მზერა რონალდუსკენ იყო მიმართული, რომელიც პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსით ჩავიდა სამხრეთ ამერიკაში.

ჯგუფური ეტაპის შედეგებიდან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ პორტუგალიელმა მოლოდინები ვერ გაამართლა (მიზეზები არაფერს ცვლის - ავტ.) და ეს უკვე მეოთხედ ხდება ფეხბურთის ისტორიაში, როდესაც „ოქროს ბურთის“ მოქმედი გამარჯვებული, ყოველგვარი კვალის გარეშე ტოვებს მუნდიალს.

2002, 2006 და 2010 წლების ჩემპიონატებზე, შესაბამისად, ფიგუმ, რონალდინიომ და მესიმ ვერაფრით გააკვირვეს გულშემატკივრები.მათ ისე დაასრულეს ასპარეზობა, რომ ერთი გოლიც კი არ ჩაუწერიათ აქტივში (მართალია, კრიშტიანუმ შეაგდო, თუმცა ჯგუფში ჩარჩა).

ვგონებ, ნეიტრალური, თუ რიგითი ქომაგისათვის, უბრალოდ უსიამოვნოა მსგავსი ფაქტები, რამეთუ ჩვენ გვიყვარს არა გვარები და სახელები, არამედ სანახაობა...

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)