მსოფლიო ჩემპიონატს 5 მადრიდისტა შემორჩა

თავდაპირველად, მსოფლიო საფეხბურთო ფორუმზე, მადრიდის „რეალი“ 12 წევრით იყო წარმოდგენილი, თუმცა ჯგუფური ეტაპის შემდეგ, მათი რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.

ესპანეთის, პორტუგალიისა და ხორვატიის უფერული ასპარეზობის გამო, კასილიასს, რამოსს, ალონსოს, პეპეს, კოენტრაუს, რონალდუსა და მოდრიჩს ნაადრევად უწევთ არდადეგების დაწყება, რაც ერთი მხრივ, „ბლანკოსის“ წისქვილზე ასხამს წყალს, რამეთუ ჩამოთვლილი მოთამაშეები სრულფასოვნად გაივლიან საკლუბო პრე-სეზონს.

რაც შეეხებათ მარსელოს, დი მარიას, ხედირას, ბენზემასა და ვარანს, ისინი აგრძელებენ ბრძოლას და 1/8 ფინალებისათვის ემზადებიან.

მადრიდისტების კალენდარი:
28 ივნისი: ბრაზილია - ჩილე [20:00]
30 ივნისი: საფრანგეთი - ნიგერია [20:00]
30 ივნისი: გერმანია - ალჟირი [00:00]
1 ივლისი: არგენტინა - შვეიცარია [20:00]

თუ გერმანელებმა და ფრანგებმა დაძლიეს აღნიშნული ეტაპი, 1/4 ფინალურ ფაზაში, მადრიდისტების მორიგ დუელს ვიხილავთ.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)